მედია მთავარი ციტატა

“ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივისტია და როცა აცხადებს, რომ მედია მის ხელში იარაღი იყო, ეს საგანგაშოა”

“მინდა, გავამახვილო ყურადღება იმ შემაშფოთებელ განცხადებაზე, რომელიც ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა და თქვა, რომ მედია და ჟურნალისტები მის ხელში იარაღი იყვნენ. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივისტია, ერთ-ერთი ლიდერი და როცა პოლიტიკური აქტივისტი და ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ მედია მის ხელში იარაღი იყო, ეს საგანგაშოა. ამაზე საზოგადოებამ რეაქცია უნდა გააკეთოს. „რუსთავი 2“-ის საქმეში კითხვები ვინ იყო მართალი და სად არის სიმართლე, ეს არ არის პოლიტიკოსების დასადგენი, ეს არის სასამართლოს დასადგენი. სასამართლომ გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე მიიღო და სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. ამით ყველაფერი ნათქვამია, როცა გაინტერესებთ, ვინ იყო, მტყუანი და მართალი”

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან “რუსთავი 2-ის” საქმეზე საუბრისას;

 

იტვირთბა....