დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა, რომ გორში მას კალაძის დავალებით ესროლეს უპასუხა, რომ ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა.
კახა კალაძემ კითხვას ასე უპასუხა: „რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს,“ – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა.
„2016 წელს, როდესაც მომთხოვეს „რუსთავი 2“-ის ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე და უარი მიიღეს ჩემგან, თქვენ გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა?
ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი-მეთქი და 15 წუთში დაფქვა, მე კი არა, კახა კალაძე იყოო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ეთერში.