“მართალს ამბობენ, რომ სპორტი ხანდახან მავნებელია. გამოვედი სახლიდან სარბენად და ცოლისთვის ყვავილების საყიდლად. დღეს მისი დაბადების დღეა. იულია, გილოცავ დაბადების დღეს. სადარბაზოსთან პატარა ავტობუსია „ომონით“ და მე დამაკავეს. ახლა, როგორც სულელი, საცვლებით ვარ პოლიციის განყოფილებაში. იულია ასე გამოვიდა, ბოდიში”
ალექსეი ნავალნი, რუსი ოპოზიციონერი
მოსკოვში, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საკუთარ სახლთან დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. ის ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ წერს.