aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაირკვა საბავშვო ბანაკში ხანძრის მიზეზი, რასაც 4 ბავშვი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხაბაროვსკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, თუ რა გახდა საბავშვო ბანაკში ხანძრის გაჩენის მიზეზი, რომლესაც 4 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

როგორც ირკვევა, კარვებში სადაც ბავშვებს ეძინათ დამონტაჟებული იყო გამათბობელი. გადარჩენილი ბავშვები ყვებიან, რომ ამ გამათბობელზე გასაშრობად გადაფენილი იყო სარეცხი.

ამასთან, საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, კარავის კარებზე დამონტაჟებული იყო საკეტი, რომლის გაღებასაც იოლად ბავშვები ვერ შეძლებდნენ, რაც გახდა კიდეც მიზეზი იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მოზარდი აღმოჩნდა ფიზიკურად დაზარალებული. ამასთან, კარვები ძალიან ახლო-ახლო იყო ერთმანეთთან და ცეცხლი ადვილად მოედო ათობით კარავს.

შეგახსენებთ, ტრაგედია 23 ივლისს მოხდა, რის შესახებაც “მეტრონომი” ოპერატიულად ავრცელებდა ინფორმაციას. საბოლოოდ, უბედურ შემთხვევას 4 ბავშვი ემსხვერპლა და 10-მდე, დღესაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

იტვირთბა....