ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ანაკლიის კონსორციუმმა საბოლოოდ “დალია ჩაილურის წყალი” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილესთვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ ბაზარზე მთლიანად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად, ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.

“ხაზარაძის საქმეს აქვს სამი განზომილება:
1. პოლიტიკური

ა) გრძელვადიანი – ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ ბაზარზე მთლიანად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად, ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია;

ბ) მოკლევადიანი, ტაქტიკური – რუსთავი-2-ის პრობლემების და ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებებიდან ყურადღების გადატანა, გადაფარვა.

2. ანაკლიის კონსორციუმმა საბოლოოდ “დალია ჩაილურის წყალი”

3. სამართლებრივი – “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე” დავა შეიძლება ორ შემთხვევაში. თუ საქმე გვაქვს შავი ფულის გათეთრებასთან, რაც ამ შემთხვევაში სრული აბსურდია. ან, თუ ფული მოიპარე და მიითვისე. მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული. თუ ის არ არსებობს, ესეც აბსურდია. ველოდებით მომჩივანი დაზარალებულის გამოჩენას…”, – წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.

იტვირთბა....