სოფო კილაძის შეფასებით, შალვა თადუმაძე ის პიროვნებაა, რომელიც თავისი მონაცემებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით იმ დადგენილ კრიტერიუმებს შეესაბამება.
როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას შეესაბამება, თუმცა სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორი ბულინგისა და შეტევის მსხვერპლია.
„ეს გამიზნულად ხდება, როგორც ხდება ხოლმე კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების მიმართ“, – განაცხადა კილაძემ.