“მე სხვის კომენტარზე ვერ გავაკეთებ, არ არის ეგ ჩემი თემა. მე ჩემს საკითხს დავიფიქსირებ ყოველთვის ღიად – ვისურვებდი ბოლომდე მივიდეს საკითხი და დამკვეთებზე გავიდეს სამართალდამცავი სტრუქტურები”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე “კურიერთან” საუბრისას;
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 22 ივლისს თქვა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი დამღლელია.
ცქიტიშვილს ბესელიაც გამოეხმაურა: “რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს ? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??”, – დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრმა ბესელიამ.