ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

“ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა” – ბესელია ცქიტიშვილს

საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში მაია ცქიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, იმის შესახებ, რომ “ბესელიას პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია”

“ეს კომენტარი რომ წავიკითხე თვალებს ვერ დავუჯერე… ვერც წავუყრუე და ვერც ,, გავატარე,,
ემოციურად ვწერ ახლა , მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა : ასეთი რამ რომც გაიფიქრო როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა …. ეს იმაზე უარესია რაც გვრიტიშვილმა იკადრა …
რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს ? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??

რას ელოდებით რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ქინდა ვინც ეს დაგეგმა !!! დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან რომ სულ ესაა ყელაფერი???
აი ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო ….
მართლა ვერ შევხვდი მშვიდად რაც წავიკითხე ეს წუთია…”, აღნიშნა ბესელიამ

შეგახსენებთ, რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, თქმით, დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.

“ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა. მას ჰქონდა საშუალება გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – განუცხადა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა.

იტვირთბა....