ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საბავშვო ბანაკს ცეცხლი გაუჩნდა: 20 კარავი დაიწვა, დაიღუპა 1 ბავშვი და 7 მძიმე მდგომარეობაშია

უბედური შემთხვევა მოხდა ხაბაროვსკში. სამთო სათხილამურო კომპლექს “ჰოლდომში”, საბავშვო ბანაკში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც 1 ბავშვი დაიწვა და რამდენიმე ამ მომენტისთვისაც კომატურ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, თავიდან ცეცხლი ერთ-ერთ კარავს გაუჩნდა და ცეცხლი სხვა დანარჩენებზეც გადავიდა. 26 კარავიდან 20 მთლიანად დაიწვა. სულ ბანაკში 189 ბავშვი იმყოფებოდა, რომელთაგან 7 საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

ფაქტზე უკვე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....