აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში ელჩად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საკუთარ ტვიტერზე ეხმაურება:
“ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მხარს ვუჭერ მის მისწრაფებებს ნატო-ში, მაგრამ მე არ ვარ არჩეული შეერთებული შტატების ელჩად“, – პასუხობს ვერშბოუ ქართველი ჟურნალისტის კახა დგებუაძის შეკითხვის.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ალექსანდერ ვერშბოუს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.