aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოთხი ახალი მედალი მოიპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ოთხი, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ.) – ვერცხლის მედალი.

მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა აბულაძე (48 კგ.), რომელიც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. მან გადამწყვეტი პაექრობა აზერბაიჯანელ გურბანოვთან დათმო.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნიკა ბროლაძე (60 კგ.). ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში თურქ იურტადას მოუგო.

მე-3 ადგილზე გავიდა დავით აბდალაძე (60 კგ.), რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. აბდალაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა პოლონელ სობოლევსკის მოუგო.

დღეისათვის ქართული დელეგაციის აქტივში ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. საქართველო გუნდურ ჩათვლაში მე-9 ადგილზეა.

იტვირთბა....