ტელეკომპანია “რუსტავი 2” – ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გავრამია, სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მსახურების დროს მას მედიასთან კავშრი არ ჰქონია.
გვარამაის განცხადებას “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
“რასაც ჯაფარიძე ყვება, ჩემთვის ცნობილი არაა. არასდროს არ მქონია შეხება მედიასთან, ვიდრე ხელისუფლებაში ვიყავი. მით უფრო იმ წლებში, რომელიც მითითებულია, პარლამენტში ვიყავი და თავაუღებლად ვმუშაობდი.
თუმცა, ფაქტების ამ მიმდევრობას უნდა გამოვეხმაურო: როცა რ2ში დავინიშნე, ცხადია დაფუძნების დოკუმენტები შევამოწმე. ყარამანიშვილები რ2ში შემოვიდნენ უდიდესი აქტივით და ეს გამორიცხავს მათ უკანონო მესაკუთრეობას. ეს აქტივი არ გამომიკვლევია და არც იყო ჩემი საქმე. თუ საეჭვო იყო, გამოეკვლია შესაბამის ორგანოს. ახლა, ტვ საქართველომ ეს აქტივი აუცილებლად უნდა დაიბრუნოს და დატოვოს ქიბარი ძველი ტექნიკის ამარა.
რაც შეეხება აქიმიძე-დვალს, მათი პრეტენზია ლეგიტიმურია თუ არა, ყოველ შემთხვევაში არსებითი მაინცაა. თუმცა, ყარამანიშვილები ვერ და არ უნდა ყოფილიყვნენ მათ წინაშე პასუხისმგებელი – ვინც წაართვა (თუ დადასტურდება), იმან უნდა აგოს პასუხი.
აი ქიბარ ხალვაში კი ნამდვილად არაფერ შუაშია – ერთი შუალედური ტრანზაქტორი იყო, რომელსაც არაფერი არ მოუტანია კომპანიისთვის. და ახლა სამოთახიანი ნაქირავები ოფისის მფლობელი ერთი წლის მანძილზე, უზარმაზარი ქონების და უმაღლესი კლასის ტელევიზიის მფლობელი გახდა.
მოკლედ, აქეთ ყარამანიშვილები და ტვ საქართველო ქონების ჩამდებები და იქეთ დვალი-აქიმიძე დამფუძნებლები. და ქიბარ ხალვაშია ამ დროს მფლობელი.
ესეც სამართალი”, – წერს გვარამია
ცნობისათვის, მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძის, განცხადებით, “რუსთავი 2” – ის ირგვლივ გავრცელებული მოსაზრებები მეტწილად სიცრუისშემცველია და სამართლებრივ სიმართლეს თავად ფლობდა.
ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“რასაც ვუყურებ, ყველა ნახევარ სიმართლეებს საუბრობს
ან იმას ჰყვება ამ არხის ისტორიიდან, რაც მისი დღევანდელი პოლიტიკური დღისწესრიგისთვის არის მომგებიანი
მე მოვყვები რა მსმენია (ბევრი სხვადასხვა წყაროებიდან) და რა არის ფაქტი:
მე მსმენია რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილმა გადაწყვიტა რომ მას, როგორც ამ რევოლუციის ერთერთ შემოქმედს (რუსთავი2-ის წვლილის გათვალისწინებით), ქვეყანაში რაღაცეები ეკუთვნოდა (ანუ, ოქრუაშვილი სავარაუდოდ არ იტყუება როდესაც ამბობს რომ კიწმარიშვილი რაღაცეებს ითხოვდა)
მათ შორის მიაკითხა ახალჩამოსულ ბენდუქიძეს და თითზე გასაღებების აცმის ტრიალით სთხოვდა კონკრეტული აქტივების მისთვის დათმობას, დაწყებული პორტიდან, დამთავრებული რუსთავის მეტალურგიულით
ბენდუქიძისგან უარის მიღების შემდეგ, მიაკითხა სააკაშვილს და ჟვანიას
მათგანაც უარის მიღების შემდეგ კი გადაწყვიტა ახლადმოსული ხელისუფლების დაშანტაჟება – ანუ, ტელეკომპანიის ლულა მოუტრიალა იმათ ვისაც დაეხმარა ხელისუფლებაში მოსვლაში (ამ დროს უნდა ემთხვეოდეს რ2-ის სიუჟეტი ჟვანიას ძმის ბიზნეს ინტერესებზე)
პარალელურად დაიწყო მოლაპარაკება პატარკაციშვილთან რ2-ის მიყიდვაზე (ანუ, ოქრუაშვილი სავარაუდოდ არც აქ იტყუება)
მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ რ2 პატარკაციშვილის ხელში მათ წინააღმდეგ საშიში იარაღი იქნებოდა
სწორედ ამიტომ იყიდეს ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშის ხელით, ოქრუაშვილის შუამდგომლობით
მეტიც, მსმენია რომ რეალურად ფული ბიძინამ გადაიხადა (თითქოს სააკაშვილმა შესთავაზა მას რ2-ის ყიდვა, რაზეც მან უპასუხა რომ არაფერში სჭირდება ტელევიზია, მეტიც, არსებული მე-9 არხიც კი დახურა, თუმცა მზად იყო ფული გადაეხადა)
დვალი-აქიმიძეზე ზუსტად რა მოხდა არ ვიცი. მსმენია ვერსია რომ მათზე ზეწოლა მოხდა (რომელიც კიწმარიშვილთან შეთანხმებული იყო). მსმენია რომ ისინი ნებით დათანხმდნენ პირობებს. ასევე მსმენია რომ ისინი სინამდვილეში კიწმარიშვილმა მოატყუა – თვითონ დიდი თანხა აიღო, მათ ცოტა შეხვდათ და რეალურად მათი გაბრაზება მოგვიანებით ამ ფაქტის გაგებამ გამოიწვია. (მე უფრო პირველი ვერსიის – ზეწოლის მჯერა).
ხალვაშის შემდეგ მესაკუთრეები ბევრჯერ შეიცვალენ, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა – არხი რჩებოდა წარმატებულ პრო-სახელისუფლებო მედია საშუალებად.
რომ შევაჯამო ეს ნაწილი – ქიბარ ხალვაში არასოდეს ყოფილა რ2-ის რეალური მფლობელი და მას არასოდეს გადაუხდია საკუთარი ფული ამ ტელევიზიის შეძენაში ან განვითარებაში.
მაგრამ ეს არ არის რ2-ის სრული ისტორია
არანაკლებ მნიშვნელოვანია პარალელურად მიმდინარე პროცესი, რომელიც ეხება ტელეკომპანია საქართველოს და რომელმაც განაპირობა რუსთავი2-ის იმ სახით მიღება, რა სახითაც ის იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე
ტვ საქართველო შეიქმნა ტვ 202-ის ბაზაზე (მანამდე ტვ33 ერქვა)
2007 წლის თებერვალში ის იყიდა კახა ნინუამ, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზრაშვილის მოადგილის ძმამ (მალე ფორმალურად მფლობელი გამოიცვალა, მაგრამ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს)
ამ შეძენიდან ეგრევე, ეს ტელევიზია ხდება თავდაცვის სამინისტროს ერთერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი. მეტიც, სინამდვილეში ტელეკომპანიის არსებობის წყარო არის თავდაცვის სამინისტრო
პირველი კონტრაქტი გაფორმდა 2007 წლის აპრილში (ჯერ კიდევ კეზერაშვილის მოადგილის ძმაა მესაკუთრე) – 11,6 მილიონი ლარზე, მოსახლეობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებელი ქონთენთის შესაქმნელად
თუმცა, შემდეგ ხელშეკრულებაში შეტანული ცვლილებების შედეგად, კონტრაქტის ღირებულება გაიზარდა 29,6 მილიონამდე (!)
2012 წლის ოქტომბერში ამ ტელეკომპანიის მფლობელები ხდებიან ძმები ყარამანაშვილები (მანამდე რამდენჯერმე შეიცვალა მესაკუთრეები)
2012 წელსვე ტელეკომპანია საქართველო ყიდულობს რუსთავი2-ის 51%-ს
(ამავე დროს ტელეკომპანია საქართველოს ლიცენზიები სარგებლობაში გადაეცა სამოქალაქო განვითარების ფონდს, რომლის წარმომადგენელი იყო თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლის დაც კახა ნინუას მეუღლეა)
ანუ, ეს ტელევიზია, რომელიც სტრასბურგმა ქიბარ ხალვაშს აჩუქა, რომელიც სინამდვილეში მეტწილად ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ფულით შეიქმნა და აღიჭურვა (30 მლნ!), შემდეგ უცებ გაქრა და გახდა სხვა კერძო მაუწყებლის, რუსთავი2-ის ნაწილი
რეალურად, თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნებით, სააკაშვილმა გადასახადის გადამხდელების ფულით შექმნა მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის
და მართლა ძალიან მაგარი გამოუვიდა. მეტიც, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ქვეყნისთვის მართლა მნიშველოვანი როლის შემსრულებელი (ხდება ხოლმე ასეც დემოკრატიებში)
ესაა თითქმის სრული ისტორია
ამ ისტორიაში ბევრი რამე არაა მოსაწონი და ალბათ ბევრი დეტალია კიდევ ბურუსით მოცული
მაგრამ ქიბარ ხალვაში ამ ისტორიაში არაა არაფერი, საერთოდ არაფერი – ესაა ფაქტი