„2014 წლის 1-ელ აპრილს ვარ დაკითხული, 15 ივნისს კი იყო ადგილობრივი არჩევნები, როდესაც გორში ვაპირებ მერობაზე კენჭის ყრას. დავიწყე ურთიერთობების გარკვევა და საერთო ენის გამონახვა ივანიშვილთან იმისთვის, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, ხელი არ შემეშალა ამათთვის, დისონანსი არ შემეტანა ამათ გეგმებში და გარკვეული სახის მინიმუმ ხელის არშეშლა და მაქსიმუმ „მხარდაჭერა“ მიმეღო. შუამავლობა ვთხოვე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს დათო უსუფაშვილს. მან მომიტანა ივანიშვილისგან ძალიან მარტივი მესიჯი: პროკურორ შოთაძეს დაუკავშირდეს, ისაუბრონ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთო. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში მხარდაჭერის სანაცვლოდ მან მომთხოვა ჩვენების მიცემა იმ სახით, რა სახითაც მაქვს მიცემული“
ირაკლი ოქრუაშვილი
ამ კომენტართან დაკავშირებით, “მეტრონომი” დაუკავშირდა დავით უსუფაშვილს