ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მილიონ ორასი ათასი დოლარი ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს” – ოქრუაშვილი

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა, რომ მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადაუხადა  დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადაუფორმა „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც ოქრუაშვილს  ეკუთვნოდა.

ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ და მის გარშემო ჩატარებული კამპანია, მისი დაფინანსებულია.

„არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მილიონ ორასი ათასი დოლარი ჯემალ ინაიშვილის მეშვეობიოთ გადავუხადე დვალს და აქიმიძეს და პლუს ამას უსასყიდლოდ გადავუფორმე „ჯორჯია ონლაინის“ ათ პროცენტიანი წილი, რომელიც მე მეკუთვნოდა.

შემიძლია არ გავამხილო რა თანხებით შევიძნე „რუსთავი 2“, შემიძლია არ გიპასუხოთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია, მაგრამ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემს მიერ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი სახელები დავასახელო” – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა ოქრუაშვილმა ფულის მოსაძიებლად მაშინდელი თანამდებობა, ასე უპასუხა: „არა, მე მქონდა გაურკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც”.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მთავარი თემა “რუსთავი 2”-ის ირგვლილ მიმდინარე პროცესები იყო.

 

იტვირთბა....