ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება, თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა” – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა, რომ ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა.

ის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც მისი მოთხოვნა ყადაღის დადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

„ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე, ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისადა „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა.

იტვირთბა....