ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აბსოლუტურად გამოვრიცხავ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოლიტიკურ ჩარევას” – იზორია

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ  „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს, განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე  მხოლოდ სამართლებრივ ნიშნები ჩანს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა აღსრულდეს.

როგორც იზორიამ აღნიშნა, მსგავს ფაქტს გამორიცხავს.

„ასევე, ვხედავ იმის აუცილებლობას და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაპლურალიზმი არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა, ამ გარემოს ყველანაირი პირობები შეექმნას საქართველოში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხში პოლიტიკური ჩარევის კომპონენტი გამორიცხულია.

„მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

 

იტვირთბა....