მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

“ნაციონალურო მოძრაობავ, დაგამარცხეთ სტრასბურგში და ეს მხოლოდ დასაწყისია” – ჭკადუა

არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს ემოცია…

9 წელი ვიბრძოდით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, 9 წელი ვამტკიცებდით,რომ ზურა ვაზაგაშვილი უმიზეზოდ ჩაცხრილა ნაციონალურმა მოძრაობამ ავტომობილში.

ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაორმაგებულად ვაკეთებდით მე და ჩემი გუნდი ყველაფერს, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და ჩვენ მოვიგეთ !!!

მე ვარ მართალი ზურა და იური ვაზაგაშვილების ხსოვნის წინაშე. მე მას დავპირდი, რომ ამ საქმეს მივიყვანდი ბოლომდე და ჩვენ ეს შევძელით! ჩვენ მოვიგეთ ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრაზბურგში !

ზურა ვაზაგაშვილის ჩაცხრილვიდან მოყოლებული ვიცავ მისი ოჯახის ინტერესებს. ათასი სიბინძურე და ენით აღუწერელი სიცრუე იკადრა ნაციონალურმა მოძრაობამ ვაზაგაშვილების ოჯახის წინააღმდეგ !

შვილის ჩაცხრილვა არ აკმარა ნაციონალურმა მოძრაობამ ვაზაგაშვილების ოჯახს და შემდეგ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს !!! საკუთარი ჩაცხრილული შვილის საფლავზე.. დასაჯეს !

მოგმართავთ თქვენ ნაციონალურო მოძრაობავ ! 9 წლის განმავლობაში ძალ-ღონე არ დავიშურეთ,რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაეგოთ, რომ თქვენ ხართ არა პოლიტიკური პარტია, არამედ ტეროროსტული ორგანიზაცია ! დეტალურად ვაწვდიდით ჩემს კოლეგებს ევროპაში თქვენი მანიაკალური ზრახვებისა და ქმედებების შესახებ ინფორმაციას!

მე,ადვოკატი ირმა ჭკადუა გპირდებით !!! დაგამარცხეთ სტრასბურგში და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდით ამ გადაწყვეტილებას და დეტალურად ჩავაყენებთ საქმის კურსში, თუ ვინ ხართ თქვენ და რა დაუჯდა თქვენი პოლიტიკური არსებობა საქართველოს მოსახლეობას.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ადვოკატებს მალხაზ ჯანგირაშვილსა რომელსაც გსნსაკუთრებული როლი მიუძღვის დამდგარიყო ეს შედეგი….ზაზა ხატიაშვილს,გაგი მოსიაშვილს,მერსბ ჩიქოვანს…….გილოცავთ კოლეგებო. ჩვენ ეს შევძელით”

ირმა ჭკადუა – იურისტი

სოციალური ქსელი

ჭკადუას სტატუს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და გამარჯვება მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ  სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და სახელმწიფოს 50 000 ევრო ოჯახი სასარგებლოდ დააკისრა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.

იტვირთბა....