ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გუშინ დამთავრდა ერთი ეპოქა ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და დაიწყო ახალი” – ლაგაზიძე

“გუშინ დამთავრდა ერთი ეპოქა ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და დაიწყო ახალი. 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული „რუსთავი 2„ არასოდეს ყოფილა მხოლოდ მედია – ის იყო სრულფასოვანი თანამონაწილე და თანაავტორი იმ პროცესებისა, რომლებიც 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოში ხდებოდა: შევარდნაძის ოპოზიციის ფორმირების; ვარდების რევოლუციის; სააკაშვილის მმართველობის და ბოლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენის და შეიძლება უფრო ფართოდ, ოპოზიციური სპექტრის შენარჩუნების – ივანიშვილის ეპოქაში. მოგვწონს თუ არა სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება, ეს სწორედ ის სამყაროა, რომლის წევრობასაც ასე დაუღალავად ვცდილობთ აგერ უკვე 30 წელია და ის სამართალი, რომლის სამართლიანობასაც ვაღიარებთ. ამასთან, სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება ეხება „რუსთავი 2“-ის ბრენდს და არა – გუნდს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მათ აქვთ საშუალება, და ასეც იქნება, ძალიან მალე გააგრძელონ მაუწყებლობა იგივე ფუნქციით და სხვა ბრენდით. როგორი იქნება გუშინ დაწყებული ახალი ეპოქა, ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გაუძლებს დღევანდელი ხელისუფლება ცდუნებას, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 2020-ის არჩევნების წინ, შეზღუდოს ქართულ სატელევიზიო სივრცეში დარჩენილი დამოუკიდებელი ტელევიზიები”

ხათუნა ლაგაზიძე – პოლიტოლოგი

სოციალური ქსელი

გუშინ დამთავრდა ერთი ეპოქა ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და დაიწყო ახალი. 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული „რუსთავი…

Gepostet von Lagazidze Khatuna am Donnerstag, 18. Juli 2019

იტვირთბა....