“რუსთავი 2“-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას, პირველ რიგში, რომ არ ვთქვა, გადაწყვეტილება შოკის მომგვრელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელი, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, ეს მართალია დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის სრულიად წარმოუდგენელი”
ნიკა გვარამია – რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს მართავს.
დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.