ქვეყნის ლიდერი რომ გქვია, 28 დღე რომ არ გამოჩენილხარ და 28 დღის შემდეგ ბერიას ტექსტით რომ გამოგვეცხადე ხალხის მტრების ძახილით, ეს არის პრობლემა, საიდანაც უნდა დაგეწყო, რაზეც უნდა მიგემართა მერისთვის გვერდში რომ გედგა, შენი გუნდისთვის და ხალხისთვის.
ზუსტად ისე, 2011-ში როგორც განაცხადე, რომ ბოლო კაპიკამდე დავხარჯავ სააკაშვილის მოსაშორებლადო. დღეს ისეთივე გზავნილი ჭირდება ქვეყანას – ბოლომდე დავიხარჯები ასეთი ტრაგედიები რომ აღარ ხდებოდეს – და არა ნიშნის მოგებით საუბარი და გაბრაზებული ადამიანების დათვლა.
თინათინ ხიდაშელი