მთავარი ციტატა

“ივანიშვილის ფრაზები ნიშნავს იმას, რომ მას ნერვები ძალიან ჰღალატობს” – ხიდაშელი

“ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია და მხოლოდ 28-ე დღეს თვლის საჭიროდ, დაელაპარაკოს მოსახლეობას, ნიშნავს იმას, რომ მას მოქალაქეები არ აინტერესებს, მისთვის სულ ერთია. არსებობს ეთიკის წესები, მე მაგალითად, როდესაც მოვისმინე გაბუნიას უხამსი გინება ეთერში, ვთვქი, რომ მასთან აღარ მივალ არასდროს გადაცემაში, ივანიშილმაც, თუ თვლის რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერაზე მისული რომელიმე ჟურნალისტი არის უზრდელი, მან უარი უნდა თქვას მასთან ურთიერთობაზე, მისი ფრაზები კი, ნიშნავს იმას, რომ  ივანიშვილს ნერვები ძალიან ღალატობს”

ცნობისათვის, 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, დღეს საზოგადოების პირისპირ პირველად წარსდგა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ივანიშილმა ჟურნალისტების მისამართით გააჟღერა ისეთი ფრაზები, როგორიაა “ზრდილობა ისწავლე, შვილო” , “სად გაიზარდე” , “სიჩუმე დაიცავი” და სხვები.

თინათინ ხიდაშელი, “შენების მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....