ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

(წამლების სია) “პროგრამაში არა 35, არამედ 41 წამალია, ბახტაძემ მედიკამენტებიც კი სწორად ვერ დათვალა”

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მედიკამენტების რაოდენობა სწორად ვერ დათვალა. მისი თქმით, მაშინ როცა საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, მთავრობის მხრიდან კი მეტი ქმედითი ნაბიჯები იყო საჭირო.

„სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც წინა წლებში ქაღალდზე რჩება” – ამბობს ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, მაშინ, როცა სარგებელს უამრავი ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის უწყებამ განვლილ ექვსთვენახევარში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ. ლარიდან მხოლოდ 2.5 მლნ. ლარი აითვისა.

ბახტაძემ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების რაოდენობაც კი არასწორად დაასახელა. პროგრამაში არა 35, არამედ 41 წამალია”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმა ბახტაძემ იმ წამლების სია (იხილეთ წამლების სია და ზუსტი ფასები აქ) დაასახელა, რომელიც 1 ლარის ფარგლებში, სპეციალური ექიმის ცნობის წარდგენის შემდეგ, შეუძლიათ პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა მოქალაქეებს 109 აფთიაქში მიიღონ. პრემიერის თქმით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები ქრონიკული დაავადებებისას მოიხმარენ.

იტვირთბა....