ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარკეთილში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრის მშენებლობას დაახლოებით 11 მილიონი ლარი დასჭირდება.

„ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს – მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან. ჩემი წინა საარჩევნო დაპირება იყო სწორედ მსგავსი კომპლექსების მშენებლობა, სადაც იქნება საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზები, საცურაო აუზები, მედიათეკა, ბიბლიოთეკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები. საზოგადოებრივი ცენტრები თბილისის ათივე რაიონში აშენდება. წელს უკვე პირველი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელებისთვის სატენდერო წინადადების მიღება უკვე იწყება.

იტვირთბა....