ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა.

მერის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თითოეული პროექტი სწორედ ამ ადამიანების ხელით ხორციელდება.

„ესენი გახლავთ ის ადამიანები, რომლებსაც ამ სისტემაში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი გააჩნიათ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან თბილისს და თბილისელებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არ იცნობს საზოგადოება. მათ არა აქვთ თანამდებობები, ისინი შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან – ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების მანქანებში, სახელოვნებო სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში და ასე შემდეგ. ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციაში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლესაც კი. და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ. არ იცნობს საზოგადოება. არ ვიცი, რომელ მათგანზე შევაჩერო ყურადღება. ისინი საოცარი ბიოგრაფიის ადამიანები არიან. მათი ისტორიები უნიკალური და გამორჩეულია. თითოეული მათგანი არის მაგალითი პატიოსნების, შრომის, ნიჭიერებისა და კეთილსინდისიერების.

მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ საქმიანობისთვის, იმ შრომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ეწევიან. დასაფასებელია ამ ადამიანების მოღვაწეობა. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც მუშაობის 20-25-30-40 წლიანი სტაჟი აქვთ. აქ რამდენიმე მათგანი არ იმყოფება გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

ჩვენ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლითაც ამაყობს თითოეული თბილისელი, თითოეული ჩვენგანი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის თქვენი დამსახურება და ზუსტად თქვენნაირ ადამიანებზე გადის მათ მომზადება და განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძე.
თბილისის მერი 60-ზე მეტ თანამშრომელს შეხვდა.

იტვირთბა....