aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა, სამარშრუტო ტაქსითაც იქნება შესაძლებელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძემ დღეს, დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე საერთო ბილეთით მგზავრობა (საათნახევრის განმავლობაში) მხოლოდ მეტროსა და ავტობუსში შეიძლება. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. მიკროავტობუსით მგზავრობა კი 80 თეთრი ღირს.

საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა, მეტროსა და ავტობუსის გარდა, სამარშრუტო ტაქსითაც იქნება შესაძლებელი. როგორ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას.

თბილისის მერის თქმით, ამ დრომდე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მიკროავტობუსების გადაყვანა თბილისის გარეუბნებში იგეგმებოდა. მან განმარტებით, მიკროავტობუსები თბილისის იმ ქუცებზე იმოძრავებენ, სადაც რვა და ათმეტრიანი ავტობუსები მანევრირებას ვერ შეძლებენ

იტვირთბა....