ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ზურაბ პატარაძე – აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სავარაუდოდ, აღნიშნული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

“სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ამ ინციდენტს განვიხილავთ, როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებისკენ მიმართულ პროვოკაციას. ჩვენ ქართულ მხარეს ვთხოვეთ ინციდენტის გამოძიება, შესაბამისი ზომების მიღება და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....