დღეს მართლმადიდებელი სამყარო ვლაქერნობას ზეიმობს. ყოველი წლის 15 ივლისს, ( ძვ. სტ. — 2 ივლისი ), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან.
სწორედ ამ დღეს მართლმადიდებელმა აფრიკელებმა, ზუგდიდში ქართულად იგალობეს.