“საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დავით გარეჯის დათმობას. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ბოლო დღეების მანძილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედებაზე ვინმე ჩვენს ქვეყანაში არის პასუხისმგებელი? რა უფლებით და რომელი ლეგიტიმაციით გამოაქვთ ხატები ქართული მონასტრების კელიებიდან? სადაა მთავრობა, სადაა სადემარკაციო კომისია, სადაა პარლამენტი? სადაა და აქაა, მეგობრებო. უბრალოდ, დავით გარეჯის სამარცხვინო დათმობის პროცესი გრძელდება, ეს ჩვენს თვალწინ ხდება და ძალიან ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ამ უმწვავეს ეროვნულ პრობლემაზე საჯარო საუბარი ტაბუდადებულ თემად ითვლება. ახლავე იცოდეთ: ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ დავით გარეჯის გაყიდვას. “ქართულ ოცნებას” ვეუბნები: საყდრისი ხომ ააფეთქეთ, არც საყდრისის განადგურება შეგრჩებათ და არც დავით გარეჯის დათმობა”
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დავით ქაცარავამ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარეჯში ვითარება დაძაბული იყო და ადგილობრივებმა აზერბაიჯანელი მესააზღვრეები გაყარეს. ქაცარავამ რამოდენიმე საათში განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის ვითარება დაძაბული აღარაა.
“მეტრონომი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მოიკითხავდნენ ინფორმაციას, მაგრამ ამ დრომდე უწყების წარმომადგენელი არ დაგვკავშირებია,