თუშეთის გზაზე, მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე შუახნის კაცი სამუშაოების შესრულების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.