aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო – დედა სიდონია არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საპატრიარქო დედა სიდონიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დედა სიდონია საქართველოს ეკლესიის წევრი არაა.

“ა.წ. 16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, დაჯილდოებულთა შორის დაასახელა დედა სიდონიაც (ყაჭეიშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი  პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი როდესაც იგი  მონოზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ.

დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს”, – აცხადებს საპატრიარქო.

იტვირთბა....