შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ივნისს, პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
თუმცა როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიების პროცესში, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
შეგახსენებთ, 11 ივნისს, პარლამენტთან, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთან უცხო პირი მივიდა და უცენზურო სიტყვებით მიმართა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მამაკაცი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.