პარლამენტთან, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთან უცხო პირი მივიდა და უცენზურო სიტყვებით მიმართა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მამაკაცი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.