aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტუსკის სიტყვები უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება – ლაგაზიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვაჟა სასიამოვნოა, მაგრამ უფრო პრაგმატულ ნაწილზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, საინტერესოა, რომ ბოლო მოვლენების ფონზე, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური პირის რანგში გამოჩნდა და შეხვდა ტუსკს. ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება თავად ტუსკის სიტყვებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, ეს ძალიან ხმამაღალი მხარდაჭერაა, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ “მეტრონომთან” საუბრისას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებებს.

ლაგაზიძის განცხადებით, ტუსკის განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები უნდა მოყვეს.

“იმისი აპელირება ორივე მხრიდან, რომ ევროკავშირის კარი პრინციპში საქართველოსთვის ღიაა, უმნიშვნელოვანესია. საქართველო არის ლიდერი იმ ქვეყანათა შორის, რომელიც კანდიდატისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეს არის მართლაც უმნიშნელოვანესი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მე დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები მიხვდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს რუსული ბაზრის საპირწონე შეუქმნან. მე აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ უვიზო მიმოსვლას ან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

ზოგადად, პუტინის პოლიტიკის ფონზე, საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჭირდება ევროკავშირის მხრიდან. ძალიან კარგია რაც მოვისმინეთ, ეს პრაქტიკულ ნაბიჯებშიც უნდა აისახოს. მაგალითად, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველო მზად არის განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის კანდიდატობაზე და ყველაფერს გააკეთებს ამ სტატუსის მისაღებად და უკვე შემდეგ, გზა ხსნილი აქვს ევროპისკენ. იმ ფონზე, როდესაც პუტინი საქართველოს ისტორიის გადაწერას ცდილობს და სთავაზობს ყოვლად ამორალურ რამეს – რუსული ბაზარის სანაცვლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ამ განცხადებების პათოსი, საქართველოსთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. დონალდ ტუსკი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

ტუსკის განცხადებით, საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს. ტუსკის მოსაზრებით, საქართველოში 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული სივრცის განვითარებასა და მის პროგრესს. მანვე აღნიშნა, რომ მიესალმება მიმდინარე პროცესებს, როცა გათვალისწინებულია და იმ ხარვეზების გამოსწორება ხდება, რომელიც წინა არჩევნების დროს იყო დაფიქსირებული, ასევე გაცილებით უფრო მეტი ყურადღება ადამიანების დაცვის მიმართულებით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის.

იტვირთბა....