ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, 3000 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოეწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკი მოეწყობა. გარდა ამისა, განთავსდება საბაღე სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება და გამწვანდება.

პროექტის დეტალები მოსახლეობას, დღეს, ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ გააცნეს.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „არბა“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 503 330 ლარს შეადგენს და ის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

იტვირთბა....