ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გავრილოვი მზად არის მოსკოვში “პატრიოტთა ალიანსის” წევრებს შეხვდეს

რუსეთის დუმის  დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა კომენტარი გააკეთა რუსეთში ქართველი დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტზე და საქართველოს პარლამენტარებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიის RIA გავრილოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სერგეი გავრილოვმა რუსეთში ქართველი დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისთვის მზად არის,” – წერია გავრილოვის პრესსამსახურის განცხადებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, გავრილოვმა თქვა, რომ “შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, არამედ ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია, მაგალითად, შვეიცარია”. გავრილოვმა ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტი მოსკოვში შეაფასა, როგორც საქართველოში შიდა პოლიტიკური მოვლენებისადმი “ჯანსაღი რეაქციის” გამოვლინება.

RIA იუწყება, რომ კვირას მოსკოვში პარტიის ​”პატრიოტთა ალიანსი” დეპუტატების ვიზიტზე ინფორმაცია მათ დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ლომაიამ დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და მას ღირსეული და დროული უწოდა. მან ასევე დაწერა, რომ პარტიის წევრები უახლოეს დღეებში მოსკოვში ჩავლენ.

 

იტვირთბა....