ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ემბარგოს დაწესების შემთხვევაში მთლიანი ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა – თურნავა

რუსეთის მიერ სრულყოფილი ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, საქართველოს ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

„რომ დაწესებულიყო ემბარგო, რაც არ განხორციელდა საბედნიეროდ, მთლიანი ზიანი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს. ეს არის პირველ რიგში 750 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი ტურისტებისგან, რაც უნდა მიგვეღო წლის ბოლომდე. ეს არის 600 მილიონი დოლარის ფულადი გადმორიცხვები, რაც შარშან შემოვიდა და დაახლოებით იგივე დონეს ველოდებით წელს. ასევე, ჩვენი ექსპორტი ღვინის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და მინერალური წყლების, რომელიც წლიურად აღემატება 300 მილიონ დოლარს”, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, აჭარაში ბევრი ჯავშანი გაუქმდა, მაგრამ საქართველო რუსულ ბაზარზე განსაკუთრებულად დამოკიდებული არ არის.

„ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ვისურვებდით, რომ უფრო მეტად ყოფილიყო დატვირთული ჩვენი კურორტები.

ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულად დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და რუსულ ტურისტზე, მაგრამ ეს მიმართულება მაინც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის საოჯახო სასტუმროები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ელოდებოდნენ ამ ტურისტებს და დღეს სწორედ ამ პრობლებას ვხედავთ” – განაცხადა თურნავამ

იტვირთბა....