ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს ევროპული გზა გახლავთ ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანი – ბახტაძე

ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მიეწოდოს განათლების, ჯანდაცვისა და მიკრობიზნესის წარმოების საშუალება.

„საქართველოს გააჩია ორი მტკივნეული გამოწვევა – ოკუპაცია და სიღარიბე, რაც გახდა ბაზა ყველა რეფორმის, ყველა ინიციატივის, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს ქვეყანაში. მიუხედავად ყველა პოზიტიური სინერგიისა, რომელიც შევქმენით საქართველოში, ჩვენი ქვეყანა კვლავ აწყდება ძირითადს – ადამიანის უფლებათა გამოწვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მილიტარიზაცია სრული ტემპით მიდის და მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცირდება ხუთჯერ, ექვსჯერ და ჩვენ ამის გაგრძელების საშუალება არავის უნდა მივცეთ. საქართველოს შუაგულში გაგვაჩნია რუსული უკანონო ბაზები და ყოველდღიურად მოტაცების, წამებისა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს ვაწყდებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისათვის. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არამხოლოდ საქართველო უნდა დადგეს ამის პირისპირ, არამედ ეს გახლავთ ჩვენი ევროპული ამოცანა, დავაკავშიროთ ერთმანეთთან გამყოფი ხაზებით გაყოფილი ოჯახები. მიუხედავად იგნორირებისა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ასეთი დარღვევები არ იქნება მოთმენილი. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ მივაწოდოთ მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვისა და განათლების საშუალება. საშუალება ასევე მიკრობიზნესის წარმოებისათვის, რათა მათ თავიანთი ოჯახების გამოკვება შეძლონ. ეს გახლავთ ახალი ინიციატივები უკეთესი მომავლისთვის და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ევროპის მხარდაჭერა, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს. მიუხედავად საქართველოს ისტორიის გადაკეთების მცდელობების და ოკუპაციისა, ჩვენ ნამდვილად არ გავხდებით უიმედობის და დაშინების მსხვერპლი. საქართველოს ევროპული გზა გახლავთ ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანი, რაც ნიშნავს უფრო მეტ წარმატებას, უფრო აყვავებულ საქართველოს ევროპულ ოჯახში, მზარდი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით გახლავთ სერიოზული რამდენიმე განზომილებით,“- განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....