“ჩემმა კოლეგამ, კაკი ზოიძემ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებს უწოდა მეხუთე კოლონა, რითიც ისინი მტერთან კოლაბორაციაში დაადანაშაულა.
ვინც არ იცით, კაკი 2003 წელსაც მაშინდელ რეჟიმს იცავდა. შევარდნაძის კორუმპირებულ, კრიმინალურ, ძირგამომპალ მთავრობაში იყო და უპირისპირდებოდა ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ ნაწილს.
მისთვის ვარდების რევოლუცია ტრაგედია გამოდგა. შევარდნაძის გარემოცვის მიერ ხალხისგან ნაძარცვმა ფულმა, გაყალბებულმა არჩევნებმა და ასლანის ჩამოყვანილმა ტიტუშკებმა ვერ შეუნარჩუნესთანამდებობა.
მერე იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც მტრებად მიაჩნდა, ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანეს.
ახლა დეჟავიუ აქვს – თვითონ კორუმპირებულ მთავრობაშია, რომელიც ჭაობისკენ ექაჩება ქვეყანას და გარეთ ისევ პროგრესული ახალგაზრდობა დგას და კაკისთვის მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს.
ჩემთვის სახე მაშინ დაკარგა, პარლამენტში რომ გამართეს საბჭოთა სასამართლო ცახესის მითითებით, და თავი რომ გამოიჩინა კომუნისტური პათოსით, მაგრამ ახლა უკვე ბოლო ნარჩენებიც დაუკარგავს ადამიანობის.
კაკი, რუსთაველზე საუკეთესო ახალგაზრდობაა გამოსული, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ხოლო მეხუთე კოლონა შენ პარტიაში მოიკითხე, გავრილოვებთან”
“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე; სოციალური ქსელი;