“გაბუნიას უხამსი გინების გამო სახელმწიფომ აჩვენა ქვეშაფსია ადამიანების პოზიცია. არაფერიც არ მოხდებოდა ამდენი ბოდიში რომ არ მოეხადათ. რა თქმა უნდა, გაბუნიამ დააშავა, მაგრამ პუტინმა რომ მთლიანად დაამახინჯა საქართველოს ისტორია, ეს რატომ არ დაგმეს ხელისუფლებაში? ეს ხელისუფლება არის მთლიანად აგებული ივანიშვილის უსაფრთხოებასა და მისთვის სარფიანი ბიზნესგარემოს შექმნაზე ორიენტირებული”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, თავის საავტრორო გადაცემაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის აღნიშნული ქმედება მყისიერად დაგმო საქართველოს ხელისუფლებამ და არხის გენერალურმა დირექტორმა.
ალეკო ელისაშვილი, “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი
“ტვ პირველის” ეთერი