ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ველოდებით რა მოხდება” – “აირზენა” რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენაზე “მეტრონომთან”

ცოტა ხნის წინ გამოცემა “კომერსანტმა” საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავენ.

სწორედ ამიტმ “მეტრონომი” აირზენას დაუკავშირდა და დეტალების გარკვევა სცადა.

როგორც “აირზენას” წარმომადგენელმა ბექა მჭედლიშვილმა “მეტრონომთან” საუბრაში განაცხადა, მათაც ის ინფორმაცის აქვთ, რაც მედიაში გავრცელდა.

“ჩვენც ის ინფორმაცია გვაქ რაც მედიაში გავრცელდა, ველოდებით რა იქნება” – განაცხადა მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა  რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარლი ძალინ ნაადრევია.

 

იტვირთბა....