„საზოგადოება საკმაოდ გამოფხიზლებულია. ჩვენ ვიწყებთ პროპაგანდების აკრძალვის ხელმოწერების შეგროვებას, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემატიკა სკოლებში არ ისწავლებოდეს როგორც დადებითი თემატიკა, ასევე არ უნდა იწვევდნენ მათ მხარდამჭერებს თოქ-შოუებში, არ უნდა ტარდებოდეს ქუჩებში პრაიდები და აღლუმები. ჰომოსექსუალებს უნდა აეკრძალოს მასწავლებლობა, ჯარში მსახური და მთავრობაში ყოფნა. ეს არ მოხდება კონტრაქციის და დეოკუპაციის წინააღმდეგობის ფორმატში, მხოლოდ ეს მოთხოვნა გვექნება. ჩვენთან იქნებიან „ნაცების“ და ქოცების ამომრჩევლებიც. ის ოჯახი ვინც ამ მამათმავლობის წინააღმდეგ ხელს არ მოაწერს, ჩაითვლება პედერასტების ოჯახად, რომლებიც ვერც ქალს გაათხოვებენ და ვერც ცოლს მოიყვანენ. ჩვენ დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავაბარებთ ხელმოწერებს და პასუხისთვის 1-თვიან ვადას მივცემთ. თუ მათ ყურად იგდეს ჩვენი მოთხოვნა და დაიწყეს კონსულტაციები, ჩვენი აქცია გადაიდება. თუ არ იქნება პასუხი ჩვენ დევიზით „არ დავიშლებით მანამ, სანამ არ მივიღებთ ამ კანონს“ ვიდგებით რუსთაველის გამზირზე”
ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეიდან ვაკის პარკში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო;
“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს;