ექსპერტი დემურ გიორხელიძე “მეტრონომთან” საუბრისას ლარის რეკორდულად გაუფასურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეროვნულ ვალუტას ფუნდამენტალური პრობლემები და ის ვარდნას განაგრძობს.
“დღეის მდგომარეობით მხოლოდ ნეგატიური მოვლენებია. რაიმე ფუნდამენტალლური ცვლილებები არ ყოფილა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე – შესაძლოა ემბარგო დაწესდეს და ა.შ. ქმნის პანიკას და ზრდის მოთხოვნის დოლარზე უარესის მოლოდინის გამო. ახლა არ არის მოსალოდნელი, რომ ლარი კატასტროფუად დაეცემა. თუმცა, ლარს ფუნდამენტალური პრობლემები აქვს. ლარი ლოგიკურად მიდის თავის ნიშნულამდე, რასაც ვერავინ დააკავებს, რადგან ეროვნული ბანკის პოლიტიკა აბსოლუტურად მიუღებელი და უიმედოა. ლარი ქვეყანაში იმაზე 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეკონომიკაა. ამიტომ, რყევები გარდაუვალია. იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში უცხოური ვალუტის სტაბილური წყაროები არ არსებობს. ამიტომ, ნებისმიერ ტრანზაქცია მოქმედებს კურსზე”, – განაცხადა გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლარი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მდგომარეობით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.9096 ლარია.