მთავარი ციტატა

“პუტინმა მათრახი ჩაიდო ჯიბეში და თაფლაკვერით დაიწყო ჩვენთან ურთიერთობა” – ხიდაშელი

“ბატონი გაბუნიას პათოლოგიური განცხადებების ყველაზე დიდი მოსარგებლე მაინც პუტინი გამოდგა, ჩვენი ხელისუფლება წარმოუდგენლად სასაცილო პოზიციაში აღმოჩნდა, არიქა, ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის გამო რუსეთი დაგვბომბავს, სრულ ისტერიკაში იყო ხელსიუფლება. ასევე მოიქცა რუსეთის დუმაც და საბოლოოდ პუტინი გამოჩნდა, როგორც კეთილი მომრიგებელი, რომელმაც გადაარჩინა საქართველო. რუსეთმა შეცვალა პოლიტიკა საქართველოს მიმართ, მან მათრახი ჩაიდო ჯიბეში და თაფლაკვერით დაიწყო ურთიერთობა. ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომ ქართველი მოსახლეობა დიდად მადლიერი უნდა იყოს პუტინის დიდსულოვნების გამო და ეს არის, უპირველესად, საქართველოს ხელისუფლების დამსახურება”

თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....