ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მომესმინა პასუხი გახარიასგან” – ლაგაზიძე შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ

პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძებ მეტრონომთან” საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი იყო მოესმინა პასუხი შინაგან სქმეთა მინისტრისგან და უსაფრთხოების საბჭოს მდივნისგან, იმაზე, თუ რამდენად მზადაა ხელისუფლება გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რის წინასეც დღეს ქვეყანა დგას.

“ერთადერთი, რაც ამ შეხვედრაზე შემიძლია ვთქვა არის ის, თუ რა მაინტერესებდა მე და რა კითხვები დავსვი. ჩემთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მომესმინა პასუხი შინაგან სქმეთა მინისტრისგან და უსაფრთხოების საბჭოს მდივნისგან, იმაზე, თუ რამდენად მზადაა ხელისუფლება გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას და ასევე, რამდენდ ადეკვატურია ხელისუფლება ამ საფრთხეებთან მიმართებაში.

ბუნებრივია, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 20 ივნისის მოვლენებსა და შემდგომ განვითარებულ დღეებს გუშინდელი დღის ჩათვლით. რეალურად, ხელისუფლება ხვდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და რევოლუციური სცენარები თავიდან აქვს ასარიდებელი” – განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ “მეტრონომთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი გახარია ექსპერტებს შეხვდა, სადაც 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრეს.

იტვირთბა....