ექსპერტმა საერთაშორისო ურთერთობების საკითხში თორნიკე შარაშენიძემ “მეტრონომთან” საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრი მზადაა მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.
“შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის ხედვა გაგვაცნო იმაზე რაც მოხდა იმ ღამეს და შემდგომ მოვლენებზე. გიორგი გახარია მთლიან პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. მე არ ვიცი რამდენად უნდა დაბრალდეს მას ყველაფერი, მე ამაში ეჭვი მეპარება. მე რაც ვიცი, ასე არ იყო საქმე. მზად არის ყველაფერი თავის თავზე შეიხოცოს და არ მესმის რატომ იქცევა ასე. რა ინფორმაციაც გამოდის, მთლად ასე არ იყო. ყოველ შემთხვევაში, დევნები და სროლები რაღაც დონეზე არ კონტროლდებოდა. გახარიამ შეხვედრაზე თქვა, რომ გადაცდომები იყო და ძალიან სერიოზულ ძალადობას ქონდა ადგილი დემონსტრანტების მხრიდან და ამაზე მასალები არსებობს”, – განაცხადა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი გახარია ექსპერტებს შეხვდა, სადაც 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრეს.