მთავარი ციტატა

პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ, მაგრამ ძალიან დავიღალე იმით, რასაც ქვეყანაში ვხედავ – ფადი ასლი ხაზარაძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. მამუკა ხაზარაძე ნამდვილი ქართველი პატრიოტია. მას ესმის, რომ მის ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ძლიერი ხელისუფლება, რომ ხალხი ჩართული უნდა იყოს პროცესებში და იდეებს თავზე არ უნდა ახვევდნენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ნებისმიერ ინიციატივას. სულ ახლახანს მივწერე და ვუთხარი, რომ პირადად ვუჭერ მხარს და ჩემს რესურსებს მოვახმარ იმისთვის, რომ წინ წავიდეს.

არ მგონია მას დასჭირდეს, რომ ვინმემ დააფინანსოს მისი მოძრაობა. ჩვენ ჩვენი წვლილის შეტანა სხვადასხვაგვარად შეგვიძლია, არა მხოლოდ დაფინანსებით. ჩვენ გვჭირდება ადამიანები, ვისაც ესმის ბიზნესი, ეკონომიკა, ვინც ქვეყნისთვის იშრომებს და არა საკუთარი ჯიბისთვის. პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ძალიან დავიღალე იმით, რასაც ქვეყანაში ვხედავ

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას მიესალმება

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

იტვირთბა....