“ტაბულას” პიკაპი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი პატრული დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, პიკაპის მძღოლი დაკითხვაზე არის გადაყვანილი. მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
“ტაბულას” ხელმძღვანელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტომობილი გაუჩინარდა და მძღოლთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.