“ტაბულას” დამფუძნებლის თამარა ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ორი საათის განმავლობაში ტაბულას მძღოლი და მისი მგზავრები დაპატიმრებული ყავდათ მანქანაში.
როგორც სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი აცხადებს, ამის მიზანი იყო აქციის აპარატურის დაპატიმრება.
“ორი საათის განმავლობაში ტაბულას მძღოლი და მისი მგზავრები დაპატიმრებული ყავდათ მანქანაში.
არ აძლევდნენ დარეკვის საშუალებას. მგზავრები ვიპოვე სევასტოპოლზე.
დათო ჭეიშვილის (ტაბულას მძღოლის) საპოვნელად მენტებმა გამაგზავნეს ვარკეთილში, ცენტრალურ შსს – ში.
მივხვდი, რომ ეს დებილები მაკატავებდნენ და დრო გაყავდათ და უბრალოდ მოვედი თაბუკაშვილზე.
მოვიტყუე, რომ სევასტოპოლიდან გამომაგზავნეს აქ დათო ჭეიშვილის საკითხზე.
მართალი აღმოვჩნდი, ამათზე მეტი ჭკუა მაქვს, მოგეხსენებათ.
მითხრეს რომ აქ ყავთ და 15 წუთში გამოუშვებენ მანქანასაც და მასაც.
ეს ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. 15 წუთი უკვე გავიდა.
სპეცოპერაციით დააკავეს მძღოლი და მისი მგზავრები, ხელების ამოტრიალებით – მიზანი იყო აქციის აპარატურის დაპატიმრება, რომ აქცია ვერ გაგვეგრძელებინა.
ველოდებით”, – წერს ჩერგოლეიშვილი.