aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია განახლდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის დაწყებამდე მის მონაწილეებს შორის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ქვეყანაში დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის არსებობას, თუმცა ამ კონკრეტუკლ შემთხვევაში ითხოვენ ტელეკომპანია დატოვოს ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ და ასევე შეიცვალოს არხის მენეჯმენტი.

აქციის მონაწილეების განმრტებით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

იტვირთბა....