“პუტინის დედის ღირსების დამცველები გაბუნიას დედის ღირსებას რომ შეურაცხყოფენ დიდი აგზნებით, ყველაზე ამაზრზენნი მაინც ეგ ინდივიდები მგონია. გაბუნიას ქმედება დასაგმობია, უფრო მეტად დასაგმობი კი პრორუსული ძალებია. სანამ საქართველოში პრორუსული ძალები ბოგინობენ, ქვეყანა მუდმივად იქნება ამ მზარდ ჭაობში”
დეკანოზი ილია ჭიღლაძე; სოციალური ქსელი;
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე “რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე ვლადიმერ პუტინის გინებას.